ავტორიზაცია

[VIDEO] ფინალის გიჟური დასასრული — ლუის ენრიკე ჟოაო პედროს ფიზიკურად შეეხო

[VIDEO] ფინალის გიჟური დასასრული — ლუის ენრიკე ჟოაო პედროს ფიზიკურად შეეხო
თარიღი 14 Jul 2025, 12:08
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი დასრულდა. ფინალში მაყურებელმა ლონდონის „ჩელსისა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ დაპირისპირება იხილა, სადაც ინგლისურმა კლუბმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და სრულიად დამსახურებულად 3:0 გაიმარჯვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფეხბურთელებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომელშიც პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკეც ჩაერთო. ერთ-ერთ ეპიზოდში, ესპანელმა სპეციალისტმა „ჩელსის“ ფეხბურთელს, ჟოაო პედროს ხელი ჰკრა, რის შედეგადაც ბრაზილიელი მოთამაშე ძირს დაეცა. აღნიშნული კადრები კამერებს არ გამოჰპარვიათ.