VIDEO: გამარჯვება და ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი - ავსტრალიამ ტუნისი დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში ავსტრალიის ნაკრები ტუნისს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით 1:0 გაიმარჯვა.
ავტრალიელებმა მატჩის ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე გაიტანეს, მიჩელ დუკიმ ბრწყინვალე თავური დარტყმით აიმენ დაჰმენი უშანსოდ დატოვა.
მეორე ტურში D ჯგუფის მეორე შეხვედრაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები დანიას დაუპრისპირდება.