VIDEO: გარეტ ბეილის დაუჯერებელი გმირობა და 128-ე წუთზე გადარჩენილი ფინალი
MLS-ის სეზონის ფინალში „ლოს ანჯელესი“ და „ფილადელფია“ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
თამაში საოცრად დრამატული გამოვიდა, ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა და საქმე დამატებითში გადავიდა.
ერთთვიანი უთამაშებლობის შემდეგ, მოედანზე 97-ე წუთზე გარეთ ბეილი გამოჩნდა, თუმცა ამის შემდეგ „ლოს ანჯელესის“ სიტუაცია მისგან დამოუკიდებლად დამძიმდა - 116-ე წუთზე გუნდი 10 კაცით დარჩა, 120+4-ზე კი „ფილადელფია“ წინ გავიდა და თითქოს, გამარჯვებაც გაინაღდა.
თუმცა, სწორედ ამ დროს ჩაერთო საქმეში ბეილი, რომელმაც 120+8 წუთზე ბრწყინვალე თავურით გაათანაბრა ანგარიში და საქმე პენალტების სერიაში გადაიყვანა, სადაც „ლოს ანჯელესმა“ 3:0 მოიგო და MLS-ის ჩემპიონიც გახდა.