ავტორიზაცია

VIDEO: გაუქმებული გოლები, ორი წითელი და პირველად დამარცხებული ტოტენჰემი - საოცრად დაძაბული დერბი ვიხილეთ

თარიღი 07 ნოე 2023, 02:47
პრემიერ ლიგის მე-11 ტურის ცენტრალურ მატჩში ლონდონური დერბი „ტოტენჰემი“ – „ჩელსი“ ვიხილეთ.

მატჩი „ტოტენჰემ სტედიუმზე“ ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა და სტუმართა გამარჯვებით 4:1 დასრულდა.

ჰეთ-ტრიკით თავი ნიკლას ჯექსონმა გამოიჩინა, კიდევ ერთი გოლი „ჩელსიდან“ კი პალმერმა პენალტით გაიტანა.

მატჩი განსაკუთრებით დრამატული იმან გახადა, რომ მსაჯმა ოთხი გოლი გააუქმა და „ტოტენჰემს“ ორი ფეხბურთელი გაუძევა - ჯერ რომერო, შემდეგ კი უდოგიეც, რის გამოც 55-ე წუთიდან მასპინძლები 9 კაცით თამაშობდნენ.

ამ გამარჯვებით „ჩელსიმ“ 15 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა, „ტოტენჰემმა“ კი პირველი მარცხი იწვნია და ლიდერობა ცხრილში „მან სიტის“ დაუთმო.