ავტორიზაცია

VIDEO: გოლების წვიმა მაიამიში — ბარსელონამ დევიდ ბექჰემის გუნდი 6:0 გააცამტვერა!

თარიღი 20 ივლ 2022, 10:28

"ბარსელონა", რომელიც წინასასეზონო მზადებას აშშ-ში გადის, ტესტ-მატჩის ეგიდით, "ინტერ მაიამის" დაუპირისპირდა.

კატალონიურმა გრანდმა დევიდ ბექჰემის გუნდი არ დაინდო და გაანადგურა - 6:0.

გოლები პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, რაფინიამ, ანსუ ფატიმ, გავიმ, მემფის დეპაიმ და უსმან დემბელემ გაიტანეს.

აღსანიშნავია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ბრაზილიელმა ახალწვეულმა, რაფინიამ ორი შედეგიანი გადაცემაც გააკეთა.

ხავის ბიჭები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 24 ივლისს, ლას ვეგასში, მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ გამართავენ.