ავტორიზაცია

VIDEO: გოლი ზედიზედ მე-2 მატჩში - ზივზივაძემ უნგრეთში კვლავ გაიტანა

თარიღი 27 Feb 2022, 18:33

უნგრეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში უიპეშტი საკუთარ მოედანზე მეზოკოვეშდს მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ მატჩი ფრედ, 1-1-ია.

ანგარიში 35-ე წუთზე უიპეშტის ქართველმა ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ გახსნა, რომელმაც გოლი არ აღნიშნა ყოფილი კლუბის კარში, თუმცა გატანილი ბურთით უკრაინას რუსეთთან ომში მხარდაჭერა გამოუცხადა.

ბუდუ ზივზივაძისთვის უიპეშტში მეორე მატჩია, პირველ შეხვედრაში ფეჰერვარს შეხვდა და მათ წინააღმდეგაც გაიტანა.

რუსეთმა უკრაინის მიმართ საომარი მოქმედებები 24 თებერვლიდან დაიწყო და ომი მას შემდეგ მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ.