VIDEO: ჰაკიმიმ დებიუტი გოლით აღნიშნა, პსჟ-მ სეზონი მინიმალური გამარჯვებით გახსნა
ლიგა 1-ს პირველ ტურში საფრანგეთის ვიცე-ჩემპიონმა „პარი სენ-ჟერმენმა“ „ტროას“ გასვლაზე 2:1 მოიგო.
ანგარიში მატჩის მე-9 წუთზე სენსაციურად მასპინძლებმა გახსნეს, თუმცა პარიზელებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს - მე-19 წუთზე თავისი სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა აშრაფ ჰაკიმიმ, რომელსაც ანდერ ერერამ გაატანინა.
უკვე ორ წუთში პარიზელები წინაც გავიდნენ - კილიან მბაპეს ასისტით გოლის გატანა მაურო იკარდიმ შეძლო.
მიუხედავად 70+ ნათამაშები წუთისა, მას შემდეგ გუნდებმა ერთმანეთს გოლი ვეღარ გაუტანეს და „პარი სენ-ჟერმენმა“ სეზონი მინიმალური გამარჯვებით გახსნა.
„პსჟ“: ამ მატჩზე შემდეგი შემადგენლობით გავიდა:
ნავასი - ჰაკიმი, კერერი, კიმპემბე, დიალო, დრაქსლერი, დანილო, ერერა, ვეინალდუმი, იკარდი, მბაპე.
ნეიმარი, რამოსი, დონარუმა, ვერატი, დი მარია და სხვები მატჩს სხვადასხვა მიზეზებით ტოვებდნენ - ესპანელი მცველი ტრავმირებულია, დანარჩენები კი ევროტურნირების შემდეგ გუნდს გვიან დაუბრუნდნენ.