VIDEO: ჰოლანდის გარეშე დარჩენილმა დორტმუნდმა სტუმრად უხვგოლიან მატჩში არმინია დაამარცხა
გერმანიის ჩემპიონატის მე-9 ტურის ეგიდით, "დორტმუნდი" გასვლით მატჩში "არმინია ბილეფელდს" დაუპირისპირდა.
აღნიშნული შეხვედრა ბორუსიელთა გამარჯვებით დასრულდა - 1:3.
ანგარიში 31-ე წუთზე ემრე ჩანმა გახსნა. პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე კი მატს ჰუმელსმაც შეაგდო.
72-ე წუთზე ჯუდი ბელინგემმა სხვაობა გამანადგურებელი გახადა, თუმცა 87-ე წუთზე "დორტმუნდის" კარში დანიშნული პენალტი ფაბიან კლოსმა შეასრულა ზუსტად, პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ, "დორტმუნდი" 21 ქულით მეორე ადგილს იკავებს, "არმინია" კი 5 ქულით მე-17 პოზიციაზეა.