ავტორიზაცია

VIDEO: ინგლისმა სტუმრად ანდორა გაანადგურა და ჯგუფში ლიდერობა გაიმყარა

თარიღი 10 ოქტ 2021, 00:59

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მორიგ ტურში ინგლისმა სტუმრად ანდორა გაანადგურა.

შეხვედრა სტადიონ „ესტადი ნაციონალზე“ გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით 5:0 დასრულდა.

გარეთ საუთგეიტის გუნდის რიგებიდან გოლები ბენ ჩილველმა, ბუკაიო საკამ, ტემი აბრაჰამმა, უორდ-პრაუსმა და ჯეკ გრილიშმა გაიტანეს.

ინგლისმა 7 მატჩში 19 ქულა დააგროვა და ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს, ანდორ აკი 3 ქულით მე-5 ადგილზეა.