VIDEO: ინჯგიას ბრწყინვალე მატჩი კვიპროსში - სადებიუტო გოლი და საგოლე გადაცემა
კვიპროსის თასის 1/16 ფინალში "აპოლონი" "ოლიმპიასს" დაუპირისპირდა და მეტოქე მარტივად, 3:1 დაამარცხა/
ძირითად შემადგენლობაში იყვნენ "აპოლონის" ქართველი შემტევები - რევაზ ინჯგია და გიორგი პაპუნაშვილი.
პაპუნაშვილმა კარგი მატჩი ჩაატარა, აქტიური იყო და რამდენიმე მომენტიც შექმნა.
ინჯგიამ კი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და სადებიუტო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნება ქართველების "აპოლონის" მეტოქე 1/8 ფინალურ ეტაპზე.