VIDEO: ითამაშეს პსჟ-მ და ბენფიკამ, დაზარალდა კი იუვენტუსი - ფრე პარკ დე პრენსზე
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში „პსჟ-მ“ და „ბენფიკამ“ გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.
წინა კვირაში პორტუგალიაში ნათამაშები ფრის (1:1) შემდეგ, დღეს „პარკ დე პრენსზეც“ ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა.
მე-40 წუთზე კილიან მბაპეს ზუსტად შესრულებულ პენალტს 62-ზე ანალოგიურით ჟოაო მარიომ უპასუხა და ტაბლოზე ორი ერთიანი დააფიქსირა.
ეს შედეგი ორივე გუნდს უწყობდა ხელს, სამაგიეროდ საქმეს ორმაგად უფუჭებდა „იუვენტუსს“. „პსჟ“ და „ბენფიკა“ ცხრილს 8-8 ქულით ლიდერობენ, ტურინელებს კი ჯგუფის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, მხოლოდ 3 ქულა აქვს და შემდეგ ეტაპზე გასვლის მიზერული შანსები.