VIDEO: იუვე ფორმაში შედის — ტურინულმა გრანდმა უხვგოლიან მატჩში სამპდორიას მოუგო
იტალიის ჩემპიონატის მე-6 ტურის ეგიდით, ტურინის "იუვენტუსმა" შინაურ კედლებში "სამპდორიას" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება "ბებერი ქალბატონის" გამარჯვებით დასრულდა - 3:2.
შეხვედრაში ანგარიში მე-10 წუთზე პაულო დიბალამ გახსნა, საგოლე გადაცემა საკუთარ აქტივში მანუელ ლოკატელიმ ჩაიწერა.
პირველი ტაიმის მიწურულს, 43-ე წუთზე, ლეონარდო ბონუჩიმ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ტურინელების უპირატესობა ორამდე გაზარდა, თუმცა ზუსტად ერთ წუთში "სამპდორიას" მცველმა, მაია იოშიდამ სხვაობა შეამცირა.
57-ე წუთზე, "იუვე" კვლავ ორბურთიანი სხვაობით გავიდა წინ - ასისტის შემდეგ, ლოკატელიმ გოლიც გაიტანა, შედეგიანი გადაცემა კი დეიან კულუშევსკიმ გააკეთა.
საბოლოო შედეგი 83-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა, ანტონიო კანდრევამ დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ, "იუვენტუსი" სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს, "სამპდორია" კი 5 ქულით მე-14 ადგილზეა.