VIDEO: კამპ ნოუს ახალი გმირი ჰყავს - ბარსელონას ხეტაფესთან მემფისმა მოაგებინა
ესპანეთის ჩემპიონატის მესამე ტურის ეგიდით, კატალონიის „ბარსელონამ“ შინაურ კედლებში „ხეტაფე“ 2:1 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში სერხი რობერტომ უკვე მე-2 წუთზე გახსნა, თუმცა 19-ზე რამირესმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
გამარჯვების გოლიც კუმანის გუნდმა პირველივე ტაიმში გაიტანა - მემფის დეპაი საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქის მოტყუების შემდეგ მეკარეს აუღებლად დაურტყა.
„ბარსამ“ 3 ტურის შემდეგ 7 ქულა დააგროვა და ამჟამად მე-4 ადგილს იკავებს, თუმცა ლიდერ მადრიდის „რეალს“ მხოლოდ 1 გატანილი გოლით ჩამორჩება.