ავტორიზაცია

VIDEO: ხამესი ყატარშიც ვეღარ "ქაჩავს"? კოლუმბიელს ალ რაიანში წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა

თარიღი 18 ოქტ 2021, 16:59

ვარსკვლავურ ნახევარმცველს ხამეს როდრიგეს ყატარულ „ალ რაიანში“ წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა.

კოლუმბიელი ფეხბურთელის „ალ-დუჰაილთან“ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, თუმცა გუნდს ვერაფრით ვერ დაეხმარა, გარდა რამდენიმე შორეული დარტყმისა, რომელმაც დიდად ხიფათიც ვერ გამოიწვია.

საბოლოოდ, ლორან ბლანის გუნდი 0:3 დამარცხდა, ხამესმა კი მოედანზე 89 წუთი გაატარა.