ავტორიზაცია

VIDEO: კლასიკური ქამბექი 0:2-დან ბარსელონასგან! კატალონიელებს სელტასთან მატჩი ლევანდოვსკიმ და კანსელომ მოატრიალებინეს

თარიღი 23 Sep 2023, 22:38
ლა ლიგის მე-6 ტურში „ბარსელონამ“ „სელტასთან“ ბრწყინვალე ქამბექი შეასრულა.

შეხვედრა „მონტჟუიკზე“ გაიმართა და კატალონიელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

მე-19 წუთზე „სელტა“ ლარსენის გოლით დაწინაურდა, 76-ზე დუვიკასმა სხვაობა ორამდე გაზარდა, რამაც „ბარსელონას“ თითქოს დამატებითი მუხტი მისცა.

81-ე წუთზე ფელიქსის ბრწყინვალე პასით ლევანდოვსკიმ ერთი ბურთი გაქვითა, ზუსტად 5 წუთში პოლონელმა ამჯერად ჟოაო კანსელოს პასით გაიტანა, 89-ზე კი გამარჯვების გოლი თავად კანსელომ, გავის პასით შეაგდო.

ამ გამარჯვებით „ბარსამ“ 16 ქულა დააგროვა და ცხრილს სათავეში „ჟირონასთან“ ერთად უდგას, ხვალ „რეალი“ „ატლეტიკოს“ სტუმრად დაუპირისპირდება და ლიდერობის დაბრუნებას შეეცდება.