ავტორიზაცია

VIDEO: კრიზისი გრძელდება - ლივერპული ვულვზთან განადგურდა და ზედიზედ 4 მატჩია ვერ იგებს

თარიღი 04 თებ 2023, 21:16
პრემიერ ლიგის 22-ე ტურში „ლივერპული“ სტუმრად „ვულვერჰემპტონთან“ განადგურდა.

შეხვედრა „მოლინეუქს სტედიუმზე“ გაიმართა და ხულენ ლოპეტეგის გუნდის გამარჯვებით 3:0 დასრულდა.

მე-12 წუთისთვის მასპინძლები უკვე 2:0-ს იგებდნენ, თავი ჯერ ავტოგოლით ჯოელ მატიპმა „გამოიჩინა“, შემდეგ კი დაუსონმა მოახერხა ალისონის კარის აღება.

მეორე ნახევარში ნეიტრალური მაყურებელი „ლივერპულის“ ქამბექს ელოდა, მაგრამ ნაცვლად ამისა „მგლების“ მესამე გოლი იხილა - 71-ე წუთზე რუბენ ნევეშმა ადამა ტრაორეს პასით ისარგებლა და მერსისაიდულ გუნდს უკანასკნელი ლურსმანიც დააჭედა.

„ლივერპული“ პრემიერ ლიგაში უკვე 4 მატჩია ვერ იგებს და 20 მატჩის შემდეგ 29 ქულით მე-10 პოზიციას იკავებს, „ვულვზი“ კი 20 ქულით მე-15 ადგილზეა.