ავტორიზაცია

VIDEO: კვლავ წაუგებლად 2025 წელს — ბარსელონამ ოსასუნა გაანადგურა

VIDEO: კვლავ წაუგებლად 2025 წელს — ბარსელონამ ოსასუნა გაანადგურა
თარიღი 28 Mar 2025, 02:22
ბარსელონამ, ლა ლიგის 27-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში, ოსასუნას უმასპინძლა და 3-0 მოუგო - კატალონიელები 2025 წელს კვლავ არ აგებენ და უკვე 19 მატჩია, არ წაუგიათ.

ბარსას მხრიდან გოლები ფერან ტორესმა, დანი ოლმომ და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კი პედრი გონსალესი დასახელდა.

ბარსელონა 3-0 ოსასუნა

⚽️ 1-0 | ტორესი 11’

⚽️ 2-0 | ოლმო 21’ (პენალტი)

⚽️ 3-0 | ლევანდოვსკი 77’


სამწუხარო ამბავი ისაა, რომ დანი ოლმომ პირველივე ტაიმში ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, რაფინია დღევანდელი მატჩის განაცხადში არ იმყოფებოდა, რონალდ არაუხო კი სკამზე იყო, მაგრამ არ უთამაშია. მოგეხსენებათ, ისინი სანაკრებო მატჩებისთვის სამხრეთ ამერიკაში იმყოფებოდნენ და ბარსელონაში შედარებით გვიან ჩავიდნენ.

ჰანსი ფლიკის შეგირდებს პრიმერა დივიზიონში 63 ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან - ბარსელონა უახლოეს მდევარ რეალ მადრიდს 3 ქულით უსწრებს.

კატალონიურ გრანდს მომდევნო მატჩი 30 მარტს, ჟირონას წინააღმდეგ ელის. შეხვედრა სტარტს 18:15 საათზე აიღებს.