VIDEO: ლივერპული მოულოდნელი მარცხი, ნოტინგემ ფორესტმა 8-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-13 ტურში "ნოტინგემ ფორესტი" საკუთარ მოედანზე "ლივერპულს" დაუპირისპირდა.
"სიტი გრაუნდზე" გამართული შეხვედრა მოულოდნელი შედეგით, მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე "ნოტინგემის" ფორვარდმა ტაივო ავონიდიმ გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ სტივ კუპერის გუნდმა ამ მოგებით 8 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა და 9 ქულით კვლავაც გასავარდნ ზონაში რჩება. რაც შეეხება "მერსისაიდელებს" 16 ქულით მე-7 ადგილზე არიან.