ავტორიზაცია

VIDEO: მადონინა უხვგოლიანი, მაგრამ უინტრიგო გამოდგა - ინტერმა მილანი გააცამტვერა

თარიღი 16 Sep 2023, 22:09
სერია ა-ს მე-4 ტურში „ინტერის“ და „მილანის“ დერბი ძალიან უხვგოლიანი, მაგრამ ცალმხრივი გამოდგა.

სიმონე ინძაგის გუნდმა მეტოქე ყველანაირად დაჯაბნა და გამანადგურებელი ანგარიშით 5:1 იმარჯვა.

დუბლით თავი ჰენრიხ მხითარიანმა გამოიჩინა, თითო გოლი კი მარკუს ტურამმა, ჰაკან ჩალჰანოღლუმ (პენ) და დავიდე ფრატეზიმ გაიტანეს. „მილანის“ რიგებში თავის გამოჩენა რაფა ლეაუმ მოახერხა, როცა მეორე ტაიმში 0:2-ზე თითქოს მატჩს ინტრიგა დაუბრუნა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის უდანაკარგო სეზონი გრძელდება - „ინტერმა“ 4-დან 4 მატჩი მოიგო და ამ ოთხ მატჩში 13 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა.
TOP.GE