ავტორიზაცია

VIDEO: მანჩესტერი პენალტების სერიაში დამარცხდა და თასიდან გამოვარდა - გადამწყვეტი 11-მეტრიანი ელანგამ გააფუჭა

თარიღი 05 თებ 2022, 10:16

"მანჩესტერ იუნაიტედმა" ასოციაციის თასის მეოთხე რაუნდში მიიღო "მიდლსბრო", რომელთანაც პენალტების სერიაში დამარცხდა. ძირითადი დრო კი ანგარიშით 1:1 დასრულდა.

"წითელი ეშმაკების" მხრიდან გოლი გაიტანა ჯეიდონ სანჩომ, იქამდე კი კრიშტიანუ რონალდუმ 11-მეტრიანი ვერ გამოიყენა. პენალტების სერიაში კი 7:8 დაფიქსირდა.

"მანკუნიანელების" მხრიდან ის ერთადერთი 11-მეტრიანი გააფუჭა ანტონი ელანგამ, რომელიც სულ ბოლოს არტყამდა. ასე დასრულდა "ოლდ ტრაფორდის" ბინადრების მოგზაურება ასოციაციის თასზე.