VIDEO: მე-7 გოლი ეფექტური გამოვიდა - ბერიძემ დებრეცენს გაუტანა
უნგრეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში უიპეშტმა საკუთარ მოედანზე დებრეცენი 3-1 დაამარცხა.
მატჩის მე-20 წუთზე ანგარიში ქართველმა ფორვარდმა გიორგი ბერიძემ გახსნა, რომლისთვისაც მიმდინარე სეზონში უიპეშტის მაისურით ეს მე-7 გოლი იყო.
უიპეშტმა ამ მოგებით 11 ქულა დააგროვა და უნგრეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-12 პოზიციაზეა.