VIDEO: მე-8 გოლი შექმნა - ჭანტურიშვილის საგოლე გადაცემა ჩეხეთში
ჩეხეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში სიგმა ოლომუცისა და ზლინის შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.
სტუმართა შემადგენლობაში ქართველმა ნახევარმცველმა ვახტანგ ჭანტურიშვილმა ითამაშა, რომელმაც ზლინის გატანილ გოლში დიდი მონაწილეობა მიიღო. 63-ე წუთზე 28 წლის შემტევმა საგოლე პასი გააკეთა.
მიმდინარე სეზონში ვახტანგ ჭანტურიშვილის ანგარიშზე 8 შექმნილი გოლია - ქართველმა ნახევარმცველმა 3-ჯერ გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
ჭანტურიშვილი ზლინს 2019 წლის იანვარში შეუერთდა და მისი ხელშეკრულება ჩეხურ გუნდთან 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.