VIDEO: მემფის დეპაის დუბლი — ჰოლანდიამ შინაურ კედლებში მონტენეგრო გაანადგურა

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით, ჰოლანდიის ნაკრებმა შინაურ კედლებში მონტენეგროს უმასპინძლა.
როგორც მოსალოდნელი იყო, აღნიშნული დაპირისპირება "ნარინჯისფერთა" გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:0.
ანგარიში 38-ე წუთზე მემფის დეპაიმ გახსნა, რომელმაც მეტოქის კარი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან აიღო.
62-ე წუთზე, "ბარსელონას" თავდამსხმელმა მეორე გოლიც გაიტანა, დუბლი გაიფორმა და ჰოლანდიელთა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა.
თავისი ბურთი 70-ე წუთზე ჟორჟინიო ვეინალდუმმაც შეაგდო, საბოლოო ანგარიში კი 76-ე წუთზე კოდი გაკპომ დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ჰოლანდიას 7 ქულა დაუგროვდა და G ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს, მონტენეგრო კი აგრეთვე 7 ქულით მეოთხე პოზიციაზეა.
ვიდეომიმოხილვა