VIDEO: მესი ფორმაში შედის — ლეომ წინასასეზონო მატჩში გაიტანა, თანაც მარჯვენა ფეხით
"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ იაპონურ "კავასაკისთან" ამხანაგურ შეხვედრაში გოლის გატანა მოახერხა.
აშრაფ ჰაკიმის გადაცემის შემდეგ, არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა მარჯვენა ფეხით შორეულ კუთხეში ზუსტად გაისროლა.
აღსანიშნავია, რომ 35 წლის სუპერვარსკვლავმა ამ ზაფხულს პირველი ბურთი შეაგდო. ლეო 62-ე წუთზე შეცვალეს.
წინა ტესტ-მატჩში, სადაც "პსჟ" "კევის" (2:0) დაუპირისპირდა, მესიმ ერთი ტაიმი ითამაშა, მაგრამ თავი შედეგიანობით არ გამოუჩენია.