ავტორიზაცია

VIDEO: მესის დებიუტიც შედგა! — პსჟ-მ რეიმსთან გასვლით მატჩში მბაპეს დუბლით იმარჯვა

VIDEO: მესის დებიუტიც შედგა! — პსჟ-მ რეიმსთან გასვლით მატჩში მბაპეს დუბლით იმარჯვა
თარიღი 30 აგვ 2021, 00:40

საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ეგიდით, "პარი სენ ჟერმენი" სტუმრად "რეიმსს" დაუპირისპირდა.

აღნიშნული დაპირისპირება პარიზელთა გამარჯვებით დასრულდა - 2:0.

შეხვედრაში ანგარიში მე-16 წუთზე გაიხსნა - ანხელ დი მარიას გადაცემით მეტოქის კარი კილიან მბაპემ აიღო და თავისი გუნდი დააწინაურა.

პირველი ტაიმის სტარტზე, 51-ე წუთზე, მასპინძლებს გოლი გაუუქმეს - "პსჟ"-ს ნახევარმცველმა, მარშალ მუნეციმ გაუტანა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა.

64-ე წუთზე, მბაპემ "რეიმსის" კარის ბადე კიდევ ერთხელ შეარხია, დუბლი გაიფორმა და საბოლოო შედეგიც დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ "პარი სენ ჟერმენის" რიგებში ლეო მესის დებიუტიც შედგა, რომელიც მინდორზე 66-ე წუთზე ნეიმარის ნაცვლად მოგვევლინა.

ამ გამარჯვების შემდეგ, მაურისიო პოჩეტინოს შეგირდები უდანაკარგოები არიან და 4-დან 4 მოგებით სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. თავის მხრივ, "რეიმსი" 3 ქულით მე-17 პოზიციაზეა.

ვიდეომიმოხილვა