VIDEO: მილანმა სან სიროზე სამპდორიას ლეაოს გოლით მოუგო და სერია ა-ში გალიდერდა
იტალიის ჩემპიონატის 25-ე ტურის ეგიდით, "მილანმა" შინაურ კედლებში "სამპდორიას" უმასპინძლა.
აღნიშნული დაპირისპირება "როსონერიმ" მინიმალური ანგარიშით მოიგო - 1:0.
შეხვედრაში ერთადერთი გოლი მატჩის დასაწყისშივე, მე-8 წუთზე გავიდა - მილანელებს სამი ქულა ბრაზილიელი თავდამსხმელის, რაფაელ ლეაოს ზუსტმა დარტყმამ მოუტანა.
ამ გამარჯვების შემდეგ სტეფანო პიოლის გუნდს 55 ქულა დაუგროვდა და სერია ა-ს სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა, "მილანი" უახლოეს მდევარ "ინტერს" ერთი ქულით უსწრებს, თუმცა "ნერაძურის" ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მომდევნო მატჩს "როსონერი" "სალერნიტანას" წინააღმდეგ სტუმრად გამართავს, შეხვედრა 19 თებერვალსაა დაგეგმილი.