VIDEO: მილანში მალდინის მესამე თაობა ოფიციალურად დაიწყო - დანიელემ პირველ მატჩში გაიტანა, როსონერიმ მოიგო
სერია ა-ს მე-6 ტურში „მილანმა“ სტუმრად „სპეცია“ დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ „ალბერტო პიკოზე“ გაიმართა და სტუმრების გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
მატჩში ანგარიში 48-ე წუთზე პაოლო მალდინის შვილმა დანიელე მალდინიმ შეაგდო, რომლისთვისაც ეს ოფიციალური დებიუტი იყო.
მე-80 წუთზე ვერდემ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა „მილანმა“ 86-ზე ბრაჰიმ დიასის გოლით გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხეს.
„როსონერიმ“ 16 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის ბოლომდე ცხრილში გალიდერდა.