VIDEO: მოტყუებული 3 მეტოქე და გასროლა შორეულ კუთხეში — ვაკომ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე გაიტანა!
აზიის ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის მეოთხედფინალურ დაპირისპირებაში ვაკო ყაზაიშვილის "ულსან ჰიუნდაი" "ჯეონბუკს" სტუმრობს.
აღნიშნული დაპირისპირების ძირითადი დრო 2:2 დასრულდა და ამჟამად დამატებითი დრო მიმდინარეობს.
მატჩში ანგარიში საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა მე-13 წუთზე გახსნა - ვაკომ რამდენიმე მეტოქე მოატყუა, საჯარიმოში შეიჭრა და მარცხენა ფეხით ლამაზი გოლი გაიტანა.