VIDEO: მუნდიალის მეორე სენსაცია - იაპონიამ გერმანია დრამატულ მატჩში დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის E ჯგუფის პირველ ტურის მატჩში გერმანიის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდა.
"ხალიფას საერთაშორისო სტადიონზე" გამართული შეხვედრა სენსაციური აღმოჩნდა, აზიელებმა მეორე ნახევარში შეხვედრის დატრიალება შეძლო.
მატჩის 33-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ილქაი გიუნდოგანმა გერმნია დააწინაურა. 45+4 წუთზე კაი ჰავერცმა მეორე გოლიც შეაგდო, თუმცა გოლი VAR-მა გააუქმა.
მიუხედავად ჰანს ფლიკის გუნდის სათამაშო უპირატესობისა, 75-ე წუთზე რიცუ დოანიმ შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა. 83-ე წუთზე ტაკუმა ასანოს გოლმა იაპონია წინ გაიყვანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (1:2).