ავტორიზაცია

VIDEO: მუნდიალის პირველი დიდი სენსაცია - საუდის არაბეთმა არგენტინა დაამარცხა

VIDEO: მუნდიალის პირველი დიდი სენსაცია - საუდის არაბეთმა არგენტინა დაამარცხა
თარიღი 22 ნოე 2022, 16:21
მსოფლიო ჩემპიონატის C ჯგუფის პირველი ტურის შეხვედრაში არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთს დაუპირისპირდა.

"ლუსაილის" სტადიონზე გამართული მატჩი მუნდიალის პირველი დიდი სენსაცია დაფიქსირდა. საუდის არაბეთმა ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი არგენტინა 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა არგენტინის უპირატესობით დაიწყო და მე-10 წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმით ლეო მესიმ არგენტინა დააწინაურა. აზიელები საკმაოდ მაღალა აწეული დაცვით თამაშობდნენ, ამას ლაუტარო მარტინესის ორი და მესის ერთი გაუქმებული გოლი მოჰყვა.

მეორე ნახევარი შეხვედრის აშკარად აუტსაიდერმა სასწაული შემართებით დაიწყო. 48-ე წუთზე სალეჰ ალ შეჰრიმ წონასწორობა აღადგინა. აქედან ხუთ წუთში, სალემ ალ დავსარის ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ ემილიანო მარტინესს აუღებელი დაურტყა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

არგენტინის ნაკრები მეორე ტურში 26 ნოემბერს მექსიკის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო საუდის არაბეთი ამავე დღეს პოლონეთის წინააღმდეგ ითამაშებს.