VIDEO: მუნდიალის პირველი წითელი ბარათი და ირანის დრამატული გამარჯვება უელსთან

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ირანის ნაკრები უელსს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
შეხვედრის პირველი ნახევარი დიდწილად ბრძოლაში წარიმართა და გარდა მე-16 წუთზე ალი გოლიზადეს გაუქმებული გოლისა თითქმის არაფერი გვინახავს.
მატჩის მეორე ნახევარში ირანი უპირატესობას დაეუფლა, თუმცა რიგ ეპიზოდებში ირანს სიზუსტე დააკლდა, ზოგჯერ კი უეინ ჰენესიმ ივარგა. 86-ე წუთზე ჰენესი გამოსვლაზე დასწრებაზე თამაშს ცდილობდა, თუმცა მეჰდი ტარემი ბურთზე პირველი აღმოჩნდა.
შეხვედრის მთავარმა არბიტრმა ესკობარმა "ნოტინგემ ფორესტის" 35 წლის მეკარეს ყვითელი ბარათი უჩვენა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და უელსი კაცნაკლული დარჩა.
90+8 წუთზე ირანელების აქტიურობამ შედეგი გამოიღო, როზბეჰ ჩეშმიმ ულამაზესი შორეული დარტყმით ცვლილებიდან შესული დენი ვარდის კარი აიღო. ამას ბრიტანელების უფრო დიდი რისკი და 90+11 წუთზე უკვე რამინ რეზაეიანმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (2:0).