VIDEO: ნელ-ნელა საუკეთესო აზარი ხდება! ტორგანმა ბორუსიას დუბლით მოაგებინა
გერმანიის თასის 1/16-ფინალში დორტმუნდის „ბორუსიამ“ საშინაო კედლებში „ინგოლშტადტი“ დაამარცხა.
შეხვედრა სტადიონ „სიგნალ იდუნა პარკზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
მატჩში დუბლი ტორგანაზარმა მიითვალა - 72-ე და 81-ე წუთებზე. საინტერესოა, რომ ორივე შემთხვევაში საგოლე პასი მას გერმანელმა იულიან ბრანდტმა გაუკეთა.
ამრიგად, „დორტმუნდი“ მერვედფინალში მშვიდად გავიდა.