ავტორიზაცია

VIDEO: ნორვეგიამ სომხეთი 9:0 (!!!) გაანადგურა, ჰოლანდმა 1 ტაიმი ითამაშა და დუბლი შეაგდო

თარიღი 29 მარ 2022, 23:21

ერლინგ ჰოლანდმა ნორვეგია - სომხეთის მატჩის პირველივე ტაიმში დუბლი მიითვალა.

ნორვეგიელებმა მეტოქე 9:0 გაანადგურეს, ჰოლანდმა კი მოედანზე მხოლოდ პირველი ტაიმი ჩაატარა, თუმცა ნაკრებში საკუთარი სტატისტიკის გასაუმჯობესებლად ეს საკმარისი აღმოჩნდა.

უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთის ნაკრები მე-17 წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. 

ჰოლანდისთვის ეს ნორვეგიის ნაკრების რიგებში მე-17 მატჩი იყო, რომლებშიც მან 15 გოლის გატანა მოასწრო.