ავტორიზაცია

VIDEO: ორი ექსტრა-ტაიმი ნახევარფინალებში! ოლიმპიადაზე ფინალური წყვილი გაირკვა

VIDEO: ორი ექსტრა-ტაიმი ნახევარფინალებში! ოლიმპიადაზე ფინალური წყვილი გაირკვა
თარიღი 03 აგვ 2021, 18:00

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ფეხბურთში ფინალური წყვილი გამოიკვეთა, რომელიც ოქროს მედლებისთვის იბრძოლებს.

ზედიზედ მესამედ, ფინალში გასვლა მოქმედმა გამარჯვებულმა, ბრაზილიის ნაკრებმა მოახერხა, რომელმაც მექსიკის ნაკრებს ვერაფერი თამაშიდან ვერაფერი მოუხერხა და პენალტების სერიაში დაამარცხა - ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა.

მექსიკა - ბრაზილია 

ასევე ფრედ 0:0 დასრულდა იაპონია - ესპანეთის ძირითადი დროც, თუმცა ექსტრა-ტაიმში მარკო ასენსიომ გამარჯვების გოლი პენალტების სერიამდე 5 წუთით ადრე გაიტანა და ესპანეთის ნაკრები ფინალში გაიყვანა.

იაპონია - ესპანეთი

ამრიგად, ოქროს მედლებისთვის ოლიმპიადის ფინალში ბრაზილიისა და ესპანეთის ნაკრებები იბრძოლებენ.

შესაბამისად, ბრინჯაოს მედლებს იაპონია - მექსიკა გაითამაშებენ.

მესამე ადგილისთვის მატჩი 6 აგვისტოს გაიმართება, ფინალური დაპირისპირება კი - 7 აგვისტოს.