ავტორიზაცია

VIDEO: ორი გაძევება, ზლატანის ავტოგოლი და შემდეგ გოლი - მილანმა სასწაულ მატჩში იმარჯვა

თარიღი 24 ოქტ 2021, 00:39

სერია ა-ს მე-9 ტურში „მილანმა“ სტუმრად „ბოლონიას“ მოუგო.

შეხვედრა „სტადიო რენატო დალაარაზე“ გაიმართა და მილანური გუნდის გამარჯვებით 3:2 დასრულდა.

მატჩი ძალიან დრამატული გამოვიდა - მე-16 წუთზე რაფაელ ლეაომ ანგარიში გახსნა. 20-ზე მასპინძლები 10 კაცით დარჩნენ, როცა პირდაპირი წითელი ბარათი სუმაოროს უჩვენეს და მოედნიდან გააძევეს.

35-ე წუთზე კალაბრიამ „მილანის“ მეორე გოლიც შეაგდო და თითქოს, მატჩის ბედი გადაწყვიტა.

თუმცა, მეორე ნახევარი ძალიან დაძაბული გამოვიდა. 49-ე წუთზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 52-ზე კი ბეროუმ ანგარიში გაათანაბრა

მეორე გოლიდან 6 წუთში „ბოლონია“ საერთოდ 9 კაცით დარჩა - ამჯერად პირდაპირი წითელი ბარათი სორიანომ მიიღო.

ასეთ პირობებში მასპინძლებმა ფრის შენარჩუნება ვერ მოახერხეს და 84-ე წუთზე გატყდნენ, როცა ბენასერმა „მილანი“ კვლავ წინ გაიყვანა.

წერტილი კი 90-ზე ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დასვა, რომელმაც ავტოგოლის გამო ვალი გამოისყიდა და ამჯერად მეტოქის კარში შეაგდო გოლი.

„მილანმა“ 25 ქულა დააგროვა და მინიმუმ „ნაპოლის“ მატჩამდე პირველ ადგილზე გადაინაცვლა.