VIDEO: ორი წითელი, აბსურდულად გაუქმებული გოლი და ავტოგოლი ბოლო წამებზე - ტოტენჰემმა და ლივერპულმა დრამა დადგეს
პრემიერ ლიგის მე-7 ტურში „ტოტენჰემის“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება ძალიან დრამატული გამოვიდა.
შეხვედრა „ტოტენჰემ სტედიუმზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
ერთ-ერთ ეპიზოდში, კლოპის გუნდი წინ გაიჭრა, თუმცა გოლი აბსურდული თამაშგარის გამო გაუქმდა, რის სქრინსაც ქვემოთ იხილავთ.

26-ე წუთზე უხეში ჯარიმისთვის მოედნიდან კურტის ჯონსი გააძევეს, რითაც „ტოტენჰემმა“ 10 წუთში ისარგებლა და სონის გოლით წინ გაიჭრა.
45+4 წუთზე კოდი გაკპოს გოლით „ლივერპულმა“ ანგარიში გაათანაბრა.
69-ე წუთზე დიოგუ ჟოტამ მეორე ყვითელი მიიღო და „ლივერპული“ 9 კაცით დარჩა მოედანზე.
გამარჯვების გოლი კი 90+6 წუთზე გავიდა, როცა ჯოელ მატიპმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი.
„ლივერპულმა“ პირველ ადგილზე გადასვლის შანსი გაუშვა ხელიდან და 16 ქულით მე-4 პოზიციაზე დარჩა, „ტოტენჰემმა“ კი 17 ქულა დააგროვა და მეორე ადგილე გადაინაცვლა.