VIDEO: ორმაგი სეივი! ყარაბაღში გუგეშაშვილის დებიუტი შედგა
ყარაბაღში გადასვლიდან რამდენიმე დღეში აზერბაიჯანულ გუნდში ქართველი მეკარის ლუკა გუგეშაშვილის დებიუტი შედგა.
22 წლის ქართველმა კიპერმა თურქულ შეკრებაზე რუმინული გაზ მეთანის წინააღმდეგ ითამაშა. გუგეშაშვილი საქმეში მეორე ტაიმიდან ჩაერთო და ორმაგი, ლამაზი სეივიც შემოგვთავაზა. დაპირისპირება 0-0 დასრულდა.
თებერვალში კონფერენს ლიგის 1/16 ფინალური ეტაპის მატჩში ყარაბაღი მარსელს დაუპირისპირდება. აზერბაიჯანულ გუნდს 2 მეკარე ტრავმირებული ჰყავს და დიდი ალბათობით, ლუკა გუგეშაშვილს ფრანგების წინააღმდეგ თავის გამოჩენის საშუალება ექნება.