VIDEO: პანათინაიკოსის შემდეგ არაბულმა პაოკსაც გაუტანა
საბერძნეთის სუპერლიგის მე-13 ტურში პაოკისა და ლამიას მატჩის პირველი ნახევარი ფრე, 1-1-ია.
ანგარიში მე-7 წუთზე სტუმრებმა გახსნეს. გოლი 27 წლის ქართველმა ფორვარდმა ბაჩანა არაბულმა გაიტანა.
ბაჩანა არაბული ლამიაში მეორედ დაბრუნდა და ეს უკვე დაწყებულ სეზონის პერიოდში მოხდა. მიმდინარე სეზონში 27 წლის ქართველმა ლამიას მაისურით 10-ჯერ ითამაშა და მე-3 გოლი გაიტანა.