ავტორიზაცია

VIDEO: პაპუნაშვილის მორიგი ბრწყინვალე თამაში - საგოლე გადაცემა და მნიშვნელოვანი გამარჯვება!

თარიღი 23 იან 2024, 01:28
28 წლის შემტევმა გიორგი პაპუნაშვილმა აზერბაიჯანის ჩემპიონატში მორიგი წარმატებული შეხვედრა ჩაატარა.

მე-19 ტურში "კაპაზი" საკუთარ მოედანზე "ტურანს" დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ამ გამაჯვებაში კი დიდი წვლილი ქართველებმა შეიტანეს - გიორგი პაპუნაშვილი და მათე კვირკვია მთელი თამაში აქტიურები იყვნენ.

პაპუნაშვილმა კი გამარჯვების გოლში მონაწილეობა მიიღო და საგოლე გადაცემა გააკეთა.

19 ტურის შემდეგ, ქართველების "კაპაზს" 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.