VIDEO: პარი სენ-ჟერმენმა უხვგოლიან შეხვედრაში სტრასბურგი დაამარცხა
საფრანგეთის ლიგა 1-ს მეორე ტურში „პარი სენ-ჟერმენმა“ შინ „სტრასბურგი“ 4:2 დაამარცხა.
ვარსკვლავურმა გუნდმა მატჩი საუცხოოდ დაიწყო და პირველ 30 წუთში მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. თუმცა, შემდეგ პოჩეტინოს ბიჭებმა ეკონომ-რეჟიმი ჩართეს და დაისაჯნენ კიდეც.
„სტრასბურგმა“ პარიზელებს 2 გოლი გაუტანეს და მატჩში ინტრიგა დააბრუნეს, რომელიც შეხვედრის მიწურულს პაბლო სარაბიამ მეოთხე გოლით გააქრო და „პარიზს“ 6 შესაძლოდან 6 ქულა გაუნაღდა.
სარაბიას გარდა, „პსჟ-ს“ რიგებში გოლებით თავი მაურო იკარდი, კილიან მბაპემ და ანდერ ერერამ გამოიჩინეს.