VIDEO: პირველი გოლი ახალ გუნდში - გვილიამ პოლონეთში გაიტანა
პოლონეთის თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე კალისისა და რაკუვის მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 1-2 დასრულდა.
შეუცვლელად ითამაშა რაკუვის რიგებში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ, რომელმაც 37-ე წუთზე პენალტის ნიშნულიდან ახალ გუნდში სადებიუტო გოლიც გაიტანა.
ვაკო გვილია რაკუვს 2021 წლის აგვისტოს მიწურულს თავისუფალი აგენტის სტატუსით ვარშავის ლეგიადან შეუერთდა და მალევე, გუნდის შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა.