ავტორიზაცია

VIDEO: პირველი ტიტული კლუბის ისტორიაში — 10-კაციანმა ლაიფციგმა გერმანიის თასი მოიგო!

თარიღი 22 May 2022, 01:01

ბერლინში, "ჰერტას" საშინაო არენა "ოლიმპიაშტადიონზე" გერმანიის თასის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს "ფრაიბურგი" და "ლაიფციგი" დაუპირისპირდნენ.

აღნიშნული მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ნომინალურმა სტუმარმა იმარჯვა - 2:4.

შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე ფორმალური მასპინძელის ნახევარმცველმა, მაქსიმილიან ეგელშტეინმა გახსნა.

55-ე წუთზე ცენტრალური მცველი, მარსელ ჰალსტენბერგი გააძევეს მოედნიდან და "ლაიფციგის" მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

თუმცა, 10 კაცით დარჩენილმა გუნდმა 76-ე წუთზე წონასწორობის აღდგენა მოახერხა - თავი კრისტოფერ ნკუნკუმ გამოიჩინა.

მატჩი დამატებით დროში გადავიდა, რომელმაც უგოლოდ ჩაიარა და საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც "ლაიფციგმა" 4:2 მოიგო და ისტორიაში პირველ ტიტულს დაეუფლა.