VIDEO: პოლონეთის ნაკრებმა საუდის არაბეთი დაამარცხა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში პოლონეთის ნაკრები საუდის არაბეთს დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.
მატჩში ანგარიში 39-ე წუთზე ზიელინსკიმ გახსნა. 45+1 წუთზე საუდის არაბეთმა თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, თუმცა ალ დავსარის შესნიმ აჯობა. 82-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში რობერტ ლევანდოვსკიმ დააფიქსირა.
C ჯგუფის მეორე შეხვედრაში არგენტინის ნაკრები მექსიკას დაუპირისპირდება.