ავტორიზაცია

VIDEO: პორტუგალიამ რონალდუს გარეშე აზერბაიჯანის ნაკრები არ შეიმჩნია

თარიღი 07 სექ 2021, 22:41

2022 წლის მუნდიალის შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრებმა სტუმრად აზერბაიჯანი 3:0 გაანადგურა.

კრიშტიანუ რონალდუმ სანაკრებო პაუზა ნაადრევად დატოვა და „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაემგზავრა პირველი ვარჯიშების ჩასატარებლად. ამიტომ, ამ მატჩში გუნდს კაპიტნის გარეშე მოუწია თამაში, თუმცა ეს წარმატებით გამოუვიდა.

ანგარიში ბერნარდუ სილვამ ბრუნო ფერნანდეშის პასით 26-ე წუთზე გახსნა, 31-ზე კი ანდრე სილვას დიოგუ ჟოტამ გაატანინა.

მატჩში წერტილი 75-ე წუთზე უკვე თავად ჟოტამ დასვა, მას ჟოაო კანსელუმ გაატანინა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

4 მატჩის შემდეგ პორტუგალია 10 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და სერბეთთან მხოლოდ გოლების უარესი სხვაობით მარცხდება, აზერბაიჯანი კი 1 ქულით ხუთეულში ბოლო ადგილზეა.