VIDEO: ქვილითაია კარგ ფორმაშია! ქართველმა ფორვარდმა კვიპროსში კვლავ გაიტანა
კვიპროსის თასის 1/48 ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში გიორგი ქვილითაიამ ნიქოზიის ოლიმპიაკოსს გაუტანა.
ნიქოზიის დერბიში აპოელი სტუმრად ოლიმპიაკოსს 4-0 უგებს, მე-60 წუთზე კი გიორგი ქვილითაიამ გაიტანა. ქართველმა ფორვარდმა თავის გამოჩენა პირველ შეხვედრაშიც მოახერხა.
28 წლის ცენტრალური თავდამსხმელი ბოლო პერიოდია კარგ ფორმაშია. ქვილითაიას სტატისტიკა მიმდინარე სეზონში შემდეგანირია: 15 მატჩში 7 გოლი და 2 საგოლე პასი.
გიორგი ქვილითაია მურთაზ დაუშვილის და თორნიკე ოქრიაშვილის მსგავსად აპოელს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა.