ავტორიზაცია

VIDEO: რა გოლი შეაგდო! ზივზივაძის დუბლი და სუპერ მატჩი უნგრეთში

თარიღი 27 თებ 2022, 20:09

უნგრეთის ჩემპიონატის 22-ე ტურში უიპეშტმა საკუთარ მოედანზე მეზოკოვეშდი მიიღო და 3-1 მოუგო.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჰქონდა უიპეშტის ქართველ ფორვარდს ბუდუ ზივზივაძეს, რომელმაც პირველ ნახევარში 35-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 53-ე წუთზე დუბლი ეფექტური გოლით გაიფორმა და კვლავ წინ გავიდა.

უიპეშტის შემადგენლობაში ზივზივაძის გარდა კიდევ ერთმა ქართველმა, გიორგი ბერიძემ ითამაშა, რომელმაც 85-ე წუთზე საგოლე პასი გააკეთა. 65-ე წუთზე ბერიძესაც სურდა გოლის გატანა, დანიშნული პენალტი თავად შეასრულა, თუმცა ვერ გაიტანა.
ამ მოგების შემდეგ უიპეშტმა 24 ქულა დააგროვა და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა. ახლა ქართველების კლუბი მე-10 პოზიციაზეა.