VIDEO: რასაც ველოდით, ახდა! აფრიკის თასის ფინალში მანე VS სალაჰი შედგება
აფრიკის თასის ნახევარფინალში მოჰამედ სალაჰის ეგვიპტემ კამერუნს მოუგო და გადამწყვეტ მატჩში დაიბევა ადგილი.
მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო ფრედ 0:0 დასრულდა და ყველაფერი პენალტების სერიაში გადაწყდა, სადაც მასპინძლებმა 4-დან 3 დარტყმა გააცუდეს, ეგვიპტელებმა კი სამივე გაიტანეს და ფინალშიც გავიდნენ.
მოჰამედ სალაჰმა ამ შეხვედრაში მოედანზე 90 წუთი გაატარა, თუმცა პენალტის დარტყმა არ დასცალდა.
გადამწყვეტ შეხვედრაში კი ერთმანეთს სენეგალი და ეგვიპტე დაუპირისპირდებიან, რაც იმას ნიშნავს რომ ფინალში „ლივერპულის“ თანაგუნდელები, სადიო მანე და მოჰამედ სალაჰი შეხვდებიან ერთმანეთს.
მეორე ნახევარფინალში სენეგალმა ბურკინა ფასოს 3:1 მოუგო.