VIDEO: რეალმა ბარსას ფეხის დაცდენით ისარგებლა, სახლში 2:0 მოიგო, მაგრამ ლა ლიგის ცხრილს ვერ ლიდერობს
ლა ლიგის მე-7 ტურში მადრიდის „რეალმა“ საკუთარ კედლებში „ლას პალმასი“ დაამარცხა.
შეხვედრა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
ანგარიში 45+3 წუთზე ბრაჰიმ დიასმა გახსნა, რომლისთვისაც ეს „რეალში“ დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი იყო.
54-ე წუთზე როდრიგოს ჩაწოდების შემდეგ ხოსელუმ მოახერხა თავით ბურთის კარში გადაგზავნა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„რეალმა“ „ბარსას“ გუშინდელი ფეხის დაცდენით ისარგებლა და უშუალო კონკურენტს ცხრილში გადაუსწრო, მადრიდელთა ანგარიშზე 18 ქულაა კატალონიელთა 17-ს საპირისპიროდ, თუმცა ლიდერი მოულოდნელად „ჟირონაა“, რომელსაც 7 მატჩში 6 გოლი და 1 ფრე აქვს.
შემდეგ ტურში „რეალი“ სტუმრად სწორედ „ჟირონას“ დაუპირისპირდება.