VIDEO: რეალმა მეტროპოლიტანოზე სეზონის პირველი მარცხი იწვნია და ლა ლიგის ლიდერობაც დათმო
ლა ლიგის მე-6 ტურში მადრიდის „ატლეტიკომ“ თანაქალაქელ „რეალს“ სეზონის პირველი მარცხი აგემა.
შეხვედრა „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
„ატლეტიკოს“ რიგებში დუბლით თავი ალვარო მორატამ გამოიჩინა, კიდევ ერთი გოლი კი ანტუან გრიზმანმა შეაგდო.
„რეალიდან“ თავის გამოჩენა კი ტონი კროოსმა ბრწყინვალე შორეული დარტყმით შეძლო.
ამრიგად, „რეალმა“ სეზონში პირველად დაკარგა ქულები და პირველიდან მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა 15 ქულით, ლიდერები „ბარსელონა“ და „ჟირონა“ არიან (16), „ატლეტიკოს“ კი 10 ქულა აქვს და მე-5 პოზიციაზეა.