VIDEO: რიჩარლისონის გმირობა და წლის ქამბექი ტოტენჰემისგან
ლონდონის „ტოტენჰემმა“ პრემიერ ლიგის მე-5 ტურში წლის ერთ-ერთი ქამბექი შემოგვთავაზა.
ენჯ პოსტეკოგლუს გუნდმა საკუთარ კედლებში „შეფილდ იუნაიტედს“ უმასპინძლა და დაუჯერებელ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
73-ე წუთზე ჰამერის გოლით სტუმრები წინ გავიდნენ და თითქოს, საქმე ისე მიდიოდა, რომ გამარჯვებასაც მოიპოვებდნენ.
თუმცა, 90+8 წუთზე რიჩარლისონმა მოახერხა ანგარიშის გათანაბრება, ორ წუთში კი მისივე ასისტით გამარჯვების გოლი დეიან კულუშევსკიმ გაიტანა და „ტოტენჰემს“ საბრძოლო გამარჯვება მოუტანა.
90+14 წუთზე მაკბარნის მეორე ყვითლის გამო „შეფილდმა“ მატჩი ათი კაცით ჩაამთავრა.